18:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 11:55:44, 729 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძე: ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ისტორიაში, როცა არავინ გაშინებთ

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში, ლევან კობერიძე მუხიანის სამხედრო დასახლებაში და მუხიანის პირველ მკ/რნ-ში მოსახლეობას შეხვდა.

მან შეხვედრაზე საკუთარი გამოცდილების, მომავალი გეგმებისა და პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. მუხიანელებმა ლევან კობერიძეს უბნის პრობლემებიც გააცნეს.

"8 ოქტომბერი ისტორიული დღეა: ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ისტორიაში, როცა არავინ გაშინებთ, არავინ გაიძულებთ კონკრეტული სუბიექტისთვის ხმის მიცემას. ეს არის თქვენი, ხალხის არჩევნები! და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვინ იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისათვის, ვის შეუძლია შექმნას და შეინარჩუნოს ადამიანის თავისუფლება, ვინ შეძლებს მოიტანოს კეთილდღეობა თითოეული თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics