|
2016-09-25 17:18:19, 744 ნახვა
პოლიტიკა
გოგი მეშველიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებებისა და არსამთვარობოების წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანი, გამგებლობის კანდიდატ დავით შერაზადიშვილთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლებს შეხვდა. „ჩვენ შევხვდით საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, დეტალურად ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა. გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმები. ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება კვლავ უფასო“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს „ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა. გოგი მეშველიანმა კიდევ ერთი შეხვედრა ბოლნისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან გამართა. როგორც მეშველიანმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ობიექტურად აფასებენ მოვლენებს და მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. „ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა. შეხვედრას გამგებლობის კანდიდატიდავით შერაზადიშვილიც ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)