|
2016-09-24 13:08:19, 1232 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: ესაა ფორუმი, სადაც მოდიან ბიზნესმენები, ექსპერტები და არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ რომან გოცირიძის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებულ 2 ფორუმს ესწრებოდა, თუმცა ვინაიდან აქ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო წინადადებები ვერ მოისმინა, შემდგომ ფორუმებზე აღარ მისულა. „სანამ ექსპერტის სტატუსი 2 ფორუმს დავესწარი. თავად ივანიშვილი 15 წუთით ჩერდებოდა და შემდეგ მიდიოდა. ამ ფორუმებზე არცერთი სერიოზული წინადადება არ ყოფილა, რომელიც ქვეყანას წაადგებოდა, ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ესაა ფორუმი, სადაც მოდიან ბიზნესმენები, ექსპერტები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ. ეს ფორმატი ფუჭი ლაყბობაა. ამბობენ რომ მე-7 ფორუმია, სინამდვილეში კი მ-ე5 ფორუმია, საიდანაც 2ს ვესწრებოდი კიდეც“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა „მოქალაქის“ ორგანიზაცებით მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ „რომან გოცირიძის დღევანდელი ტრიუკი, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება, სასაცილოა“. "ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს გიორგი კვირიკაშვილი, ინიციატივა გულისხმობს, რომ შეკრებისა და თავყრილობების დროს, იქ მეორე პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა. ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ნაცვლად იმისა, რომ ერთი-ორჯერ შემოძვრა და რომ ნახა, მე ვიყავი იმ წუთში გაიპარა. ბიზნესთან ვერ ბედავს საქმეს, ვერ ბედავს პროფესიონალებთან, დადის და ცდილობს, რომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს, სიბნელეში ამყოფოს. ძირითადად სიცრუეზეა დაფუძნებული მისი ყველა გამოსვლა. დღევანდელი მისი ტრიუკიც თუ მართლა ასეა, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ეს სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხი ცდილობს ადამიანებს, რომლებსაც მართლაც უჭირთ, ოღონდ რა თქმა უნდა ამაში ხელისუფლების დანაშაული არ არის, ცდილობენ მთავრობას დააბრალონ", - განაცხადა ივანიშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)