|
2016-09-23 13:41:24, 712 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე კათოლიკური ეკლესიის მრევლსა და ოზურგეთში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. „ჩვენ ვართ ის ერი, სადაც ერთი ლამაზი ცის ქვეშ, ერთი ლამაზი მზის ქვეშ მშვიდობიანად, სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ვცხოვრობთ საუკუნეების განმავლობაში. ეს ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება და ამას ვერ შეცვლის ვერცერთი ხელისუფალი და ვერცერთი არჩილ თალაკვაძე“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შემდეგი შეხვედრა დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ შრომაში გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. “მჯერა, 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლათ გავიმარჯვებთ და ამის ჩვენს ოპონენტებსაც სჯერათ, უბრალოდ არ უტყდებიან საკუთარ თავს. დღეს საქართველო განსხვავებულად თავისუფალ არჩევნებს ატარებს და განსაკუთრებულად ემზადება სწრაფი განვითარებისთვის. ხალხის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მედიაზე ზეწოლა და საკუთრების წართმევა აღარ არის სალაპარაკო და ქვეყანა მზად არის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)