15:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 14:35:51, 728 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი ივანიშვილს: დასვით კითხვა ბატონო ბიძინა, მაგრამ რჩევა ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი  ექს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა.

„ ჩვენ არ დაგვიწყია. შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია ანუ "შეფასებები უკვე გავაკეთე" არის პოზიცია. ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ აუცილებლად მოიხდით ბოდიშს პატარა კაცისთვის, უღირსის და მსგავსი საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ.

 კითხები არსებობსო -- დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს კითხეთ რჩევა, ვიდრე იმას ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ;

პინგ-პონგი არა ამას უღირს უზრდელობაზე  პასუხი ჰქვია.

 ახლა არსობრივად -- ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს ნაცმოძრაობა რომ არსებობს ეს აღიზიანებსო.

ამას სისტემური დანაშაული ჰქვია, იმ ენაზე თქვენ რომ მიშასავით მასხარად აიგდეთ - პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს. ამისათვის კი რაც საჭიროა იყო ჩემს 2012-2013 წლის იმაილებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ“,-წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics