|
2016-09-16 18:06:29, 862 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი რეგიონულ ბიზნესფორუმს დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რეგიონულ ბიზნესფორუმში „ღია დიალოგი ბიზნესთან“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ფორუმზე რეგიონული ბიზნესექტორის ძირითადი პრობლემატიკის, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, ლაბორატორიული კვლევების, სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების საკითხები განიხილეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სერთიფიცირების, სურსათის უვნებლობის, კოოპერაციის, დარგობრივი, მათ შორის, მეთაფლეობის, მეთხილეობის, აკვაკულტურის მიმართულებებით არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები გააცნო. ფორუმს მინისტრთა კაბინეტის წევრები, 200-მდე მეწარმე და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)