|
2016-09-16 09:43:38, 904 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
დღეს, ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია აჭარის მთავრობის პატრონაჟით ტარდება და მას 16 ქვეყნიდან მოწვეული 250-მდე დელეგატი ესწრება. კონფერენციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიესალმა. "მეამაყება, რომ სწორედ ბათუმი მასპინძლობს საქართველოში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის პირველ საერთაშორისო კონფერენციას და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტრადიციის საძირკველი გახდება. თანამედროვე მედიცინა ძალიან დინამიურია. ეს კონგრესი ყველა დელეგატისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა სიახლეების გაზიარების, კონტაქტების დამყარების, ახალი თანამშრომლობის და ბათუმი ამისათვის საუკეთესო ადგილია",-განაცხადა პატარაძემ. საერთაშორისო კონგრესზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან გორგილაძემ, რომელმაც სტუმრებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მისასალმებელი სიტყვა წაუკითხა. კონფერენციის მნიშვნელობისა და ბათუმში მისი ჩატარების იდეის შესახებ დელეგატებს ცნობილმა ექიმი, ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ილია ნაკაშიძე ესაუბრა. ილია ნაკაშიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და მის მეუღლეს სოფიო ბაკურიძეს, რომელთა უშუალო მხარდაჭერით, ჯერ კიდევ ყაზახეთში დაიგეგმა აღნიშნული საერთაშორისო სამედიცინო ფორუმის ბათუმში ჩატარდება. (NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)