03:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 23:03:22, 1307 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძე: გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს მოქალაქეების პირად სივრცეში ჩარევა

საქართველოში გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს მოქალაქეების პირად სივრცეში ჩარევა, ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში, ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მსგავსი ჩარევის შემთხვევების გამოძიებას.

"სამწუხაროა, რომ საქართველოში გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს მოქალაქეების პირად სივრცეში ჩარევის შემთხვევები და იმ ინფორმაციის გამომზეურება, რომელიც მიეკუთვნება ორი კერძო პირის საუბარს... საქართველოს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მსგავსი ჩარევის შემთხვევების გამოძიებას", - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics