05:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 12:33:10, 1278 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: მთაში უმაღლესი სასწავლებლის გაკეთება, ახლო მომავალში არ იქნება შესაძლებელი

არ მაქვს ნაფიქრი იმაზე, რომ მთაში უმაღლესი სასწავლებელი გაკეთდეს, თუმცა ეს კარგი აზრია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში მოსახლეობასთან შესხვედრისას განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, უნივერსიტეტის არსებობა მთის რეგიონებში მიგრაციას შეამცირებს, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტს უახლოეს მომავალში ამის შესაძლებლობა არ აქვს.

"ვიცი, რომ მაგალითად საფრანგეთში, რაიონებში უნივერსიტეტის ფილიალები არის. ეს კარგი აზრია, თუმცა საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ეს ახლო მომავალში არ იქნება შესაძლებელი. მთის სოფლები უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ განათლება იყოს ხელმისაწვდომი. ცოდნის დონეც ისეთივე მაღალი უნდა იყოს, როგორც ქალაქებში. ვიცით, რომ მთის რაიონში უნდა იყოს ბაღები და სკოლები. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, იმაზე, რომ მთაში არანაკლები ადამიანი ცხოვრობდეს ვიდრე ქალაქებში. მთავრობას ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვს და ყველაფერს აქეთებს რაც შეუძლია. თუ მთის ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ და პირობებს შევქმნით, მოსახლეობა მთაში დაბრუნდება", - განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics