|
2016-09-14 18:37:56, 604 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციას შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტს, ემანუელის ზინგერისს და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" შსს-დან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე შს მინისტრმა სტუმრებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს, კერძოდ, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების შესაბამისი ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო პერიოდში და, აგრეთვე, არჩევნების დღეს მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების შეფასებას უზრუნველყოფენ. შს მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება, მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულების უზრუნველყოფა, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების დაცვით. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარესთან ერთად დაგეგმილია საარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის დეტალური გეგმის და მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, - განაცხადა შეხვედრაზე შს მინისტრმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)