|
2016-09-13 15:24:06, 1222 ნახვა
ეკონომიკა
GWS-ის თელავის ღვინის საწარმო 40 წლისაა!
GWS-ის თელავის ღვინის ქარხანა 40 წლისაა. ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ქარხნის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, მედიატური მოეწყო, სადაც სტუმრები ქარხნის ისტორიასა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ. ამასთან, დაათვალიერეს კომპანიის ტერიტორიაზე ქვევრისა და კასრის სახლები. აქვე მოეწყო რამდენი სახის ღვინის დეგუსტაციაც. გარდა ამისა, მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ სოფელ აკურაში მდებარე კომპანია GWS-ის ვენახი. ღონისძიებას ექსრებოდნენ კომპანიის უცხოეული პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი, რომლის განცხადებით GWS ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც თანაედროვე ღვინის წარმოებაზე გადაერთო და მას აქტიურ პოპულარიზაციასაც უწევს. "GWS არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, ვინც გადაერთო თანამედროვე ღვინის წარმოებაზე. უკვე 20 წელია, რაც აქტიურად მუშაობს და ქართული ღვინის სახელს პოპულარიზაციას უწევს",- აღნიშნა სამანიშვილმა. „სპეციალურად იუბილესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ მედია-ტური ჟურნალისტებისთვისა და ბლოგერებისთვის. დავაგემოვნეთ ღვინოები „თამადა“, „ძველი თბილისი“, ახალი ბრენდი „ვისმინო“ , დავათვალიერეთ ვენახები და ერთად ვიზეიმეთ ერთ-ერთი უძველესი ღვინის ქარხნის 40 წლის იუბილე“ - გვითხრა კომპანიის ბრენდ-მენეჯრემა ნატა კანდელაკმა. საიუბილეო საღამოს მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელიც კომპანია GWS-ის მდიდარ წარსულსა და მომავლის ამბიციურ გეგმებს ეხებოდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ მათ აქვთ ყველანაირი საფუძველი რომ შეინარჩუნონ ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიცია და საზღვარგარეთ საუკეთესო ქართული ღვინოებიც ამაყად წარმოადგინონ. GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა.დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში 350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია. კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. სულ მალე, მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.
(NS)
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)