2016-09-13 13:58:32, 1401 ნახვა
სამართალი
ლაგაზიძე: სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს
სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს, - ეს განცხადება პაატა ბუჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
ლაგაზიძემ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს მის განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ბურჭულაძის პარტიის წევრი და აჭარაში პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი გოგა კალაძე მას ემუქრებოდა.
ლაგაზიძე აცხადებს, რომ გოგა კალაძე კრიმინალური მენტალობის პიროვნებაა და მასზე ზეწოლას ახდენდა.
რაც შეეხება კითხვას, დაუნიშნავს თუ არა სახელმწიფო დაცვას, რასაც ლაგაზიძე ითხოვდა, ის ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. ლაგაზიძე არ საუბრობს მათ შორის არც იმაზე, დაიკითხება თუ არა მის მიერ დასახელებული პიროვნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან