|
2016-09-13 09:34:30, 1109 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა რამდენიმე ღვინის საწარმოც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ყურძნის გადამუშავების პროცესს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. „წელს, მოსავლის დაბინავებას პრობლემა არ შეექმნება და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. რთველი აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას უახლოვდება. საამისოდ სრულად მობილიზებულია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მზად არის ტექნიკური საშუალებები და იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი რთველიც ორგანიზებულად ჩაივლის და წარმატებული იქნება", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. 13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღ-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 32 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15 მლნ ლარი მიიღეს. ამ ეტაპისთვის ყველა დიდი რაოდენიბის ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 5,1 ათასი ტონა. კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 4,5 ათასი ტონა, ყვარელი - 4 ათასი ტონა, თელავი - 3,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,1 ათასი ტონა, ახმეტა - 106 ტონა, ლაგოდეხი - 103 ტონა და საგარეჯო - 55 ტონა. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501. რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic
(NS)
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)