22:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 13:09:45, 719 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: პირველი გადახტა უსუფაშვილი და მარგველაშვილს გაუპრავა ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველ ნომერს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს კვლავ აკრიტიკებს.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, დავით უსუფაშვილს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო, 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია:

"გაიხსენოს უსუფაშვილმა და "რესპუბლიკელებმა" მთლიანად გარდა იმისა, რომ ის პარლამენტის სპიკერი გახლდათ, როდესაც შემეკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყალიბდება, მის თავმჯდომარეობაზე რას ვიტყოდი, არც კი მიფიქრია, რომ  სხვა კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო, ისეთი წარმოდგენა მქონდა მასზე, რომ სწორედ მას უნდა ეხელმძღვანელა ამ კომისიისთვის. 4 წელი გავიდა ამ კომისიის თავმჯდომარეა უსუფაშვილი, იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც  მეც კარგად ვიცნობ, როგორც კარგ იურისტს და კონსტიტუციონალისტს, თითი თითზე არ დაუდიათ, არაფერი გაუკეთებიათ 4 წლის განმავლობაში. ყველანი ვთანხმდებოდით, რომ საჯარო არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, როდესაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს. როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია გვაქვს დღეს, იქ პრეზიდენტის ინსტიტუტი არსებობს, არ უნდა მომხდარიყო საერთო სახალხო არჩევა პრეზიდენტის. ეს რომ უნდა შეცვლილიყო, ამაზე შეთანხმებული ვიყავით. პრეზიდენტისთვის რომ ესიამოვნებინათ, იქნებ ახალი მეგობარი გაჩენილიყო, როგორ გაუპრავეს ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში, პირველი გადახტა უსუფაშვილი და გაუპრავა. კონსტიტუციაში ამ და სხვა კანონების დახვეწა არ აწყობდათ. იმიჯად არ მოუხდება ეს "რესპუბლიკურ  პარტიას". პრეზიდენტი შესაცვლელი იყო სასწრაფოდ, პარლამენტს უნდა დაენიშნა. სახახლო არჩევა აბნევს პრეზიდენტსაც და დააბნია კიდეც, ნახეთ, როგორი დაბნეულია მთელი ამ ხნის განმავლობაში.აბნევს საზოგადობასაც. "რესპუბლიკელები" ეთამაშებოდნენ მარგველაშვილს. უნდოდათ პარტიის გამაგრება. როგორ ახსნიან იმას, რომ 4 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე კაცი იყო და თითი თითზე არ დაუდიათ. არ შეიძლება საკუთარ პარტიას გადაახარჯო საერთო სახელმწიფო საქმეები.ამიტომაც ვთქვი, რომ "რესპუბლიკური პარტიისთვის" სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება პარტია და მთავრდება იქ, სადაც მთავრდება პარტია. თუმცა, პარტიას თავისი დამსახურებებიც აქვს, აღარ ჩამოვთვლი. ამიტომაც, "ქართულ ოცნებას" არ ყავს ალტერნატივა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება "მრეწველებს", ივანიშვილის შეფასებით, მათ  პრორუსული კვალი დაედო.

" ამიტომ ფავორიტებში "რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან" ვეღარ დავასახელებ",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics