18:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 15:18:35, 854 ნახვა

პოლიტიკა
უსკო-ში პარტიული სია 10-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

3 საათის მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სია 10-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა. მათ შორისაა, 8 დამოუკიდებელი პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. 

“უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“; “დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”; “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;“ საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა;“ “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია;“ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;“ ”ეროვნული ფორუმი;” საარჩევნო ბლოკი „ჩვენები - სახალხო პარტია“ და „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობა“.

ამ დრომდე უსკო-ში არ შესულა მმართველი პარტიის საარჩევნო სია. 

უსკო-ს შესაბამის სამსახურს პარტიული სიების გადასამოწმებლად 10-დღიანი ვადა აქვს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოსასწორებლად პარტიებს 3 დღე ექნებათ. 

იმ შემთხვევაში, თუ უსკო-ში რეგისტრირებული რომელიმე საარჩევნო სუბიექტი არ წარადგენს პარტიულ სიას, ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, უსკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუქმდება პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics