14:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 13:38:38, 711 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ჭკუასელი: პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ პროპორციულ სიაში გადავინაცვლე

პარტია „ქართული ოცნების“ წევრის თემურ ჭკუასელის განცხადებით, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თავიდანვე ნინო წილოსანი უნდა წარედგინათ.

„პოლიტსაბჭოს სხდომამდე პრემიერ-მინისტრთან მქონდა კონსულტაცია. ჩვენ ვისაუბრეთ და განვიხილეთ ეს საკითხი. მე კანდიდატურა კიარ მოვხსენი, არამედ პრპორციულ სიაში გადავინაცვლე. ნინო წილოსანი თავიდანვე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატოის კანდიდატად იყო მოაზრებული. უბრალოდ, მაშინ, როდესაც ოზურგეთში კანდიდატის წარდგენა უნდა მომხდარიყო, რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები წარმოიშვა. ამის გამო, მე დამირეკეს და მთხოვეს, რომ ვყოფილიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. შემდეგ, ეს ყველაფერი გამოსწორდა და დავუბრუნდი სიას“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ჭკუასელმა.

 „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი  მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ პოლიტსაბჭოზე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თემურ ჭკუასელის ნაცვლად ნინო წილოსანის დასახელების საკითხი განიხილეს.

„პოლიტსაბჭოში გუშინ იყო ამ საკითხის განხილვა. თავდაპირველად, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში ჩვენი მხრიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო წილოსანზე იყო საუბარი. თუმცა, შემდეგ ამ ოლქში თემურ ჭკუასელი დავასახელეთ. თუმცა, ახლა კვლავ მოხდა ჩანაცვლება და ბატონი თემური სიაში იქნება. მე ზუსტი დეტალები არ ვიცი, როგორც ჩანს პრემიერსა და  ბატონ თემურ ჭკუასელს შორის ამ თემაზე პოლიტსაბჭოს სხდომამდე იყო საუბარი“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics