10:04 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 15:24:59, 2263 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის პოლიციამ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

კიშინიოვის აეროპორტში, გუშინ მოლდოვის პოლიციამ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა  დააკავა, მოგვიანებით კი, მისი  დეპორტაცია მოახდინა. 

გავრცელებული ინფორმაციით, არშბა დნეპრისპირეთში მიემგზავრებოდა. 

ინციდენტთან დაკავშირებით, მოგვიანებით კომენტარი გააკეთა არაღიარებული დნესტრისპირეთის "საგარეო უწყებამ". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ფაქტი მოლდოვის მხარის სისუსტის და პოლიტიკური გაუაზრებლობის შედეგია.

"მოლდოვა პრიმიტიული მეთოდებით ცდილობს შეზღუდოს დნესტრისპირეთის საერთაშორისო კონტაქტები", - აღნიშნულია განცხადებაში. 

განცახდებისვე მიხედვით, დნესტრისპირეთის "მხარემ" არშბას ვიზიტის შესახებ მოლდოვური მხარე საქმის კურსში ჩააყენა, "თუმცა, მათ მაინც გაატარეს რეპრესიული მეთოდები ჩვენი უცხოელი სტუმრის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კან ტანიამ. მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი ცხადყოფს იმას, რომ აფხაზეთის "უმაღლესი პირების" წინააღმდეგ მიზანმიმართული და დისკრიმინაციული ხასიათის ქმედებები ხორციელდება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics