|
2016-08-10 14:52:26, 1024 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლას არა ეკა ბესელია, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძის მიმართვა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისთვის პოლიტიკური განცხადებაა და პარლამენტარებს სწორედ მნიშვნელოვან საკითხზე სწორი პოლიტიკური შეფასების გაკეთება ევალებათ. როგორც კობახიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია და თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კვლავაც „ნაციონალების“ დაკვეთით მოქმედებენ და მოსამართლეები მათგან ნათესაურ-მეგობრული ურთიერთობის გავლენისგან ვერ გათავისუფლდნენ. „ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიმართვა პოლიტიკური განცხადებაა და პარლამენტის წევრებს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე სწორი პოლიტიკური შეფასების გაკეთება ევალებათ. სწორედ ამიტომ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური დატვირთვა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, შედეგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დატვირთვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული კანონი, შედეგის თვალსაზრისით, მოქმედებს არა მხოლოდ ერთ მოქალაქეზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს გავლენას. 2012 წლიდან მოყოლებული საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ძალიან კარგი ანალიზია ჩატარებული. კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით არის გამყარებული, რომ ეს ორგანო „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ამ პარტიის დაკვეთებს ასრულებდა. განსაკუთრებით პირველი კოლეგიის მოსამართლეები, რომლებიც პირადად იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ნათესაური და მეგობრული ურთიერთობებით დაკავშირებული და ახლაც ვერ გათავისუფლდნენ ამ გავლენებისგან. ისინი კვლავ ამ პარტიის დაკვეთით მოქმედებენ. ეს განსაკუთრებით გიორგი პაპუაშვილს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სენსიტიურ თემებზე წარდგენილ სარჩელებს ხშირად პირველი კოლეგიის სამი მოსამართლე განიხილავდა. პოლიტიკურ საქმეების განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა, მაშინ როდესაც მოქალაქეების მიერ წარდგენილი სარჩელები წლობით თაროებზეა შემოდებული. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელისუფლების მიერ დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმების შეჩერება ხდებოდა. მაგალითად, ეს ეხებოდა მოსმენებს თემას, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ კანონსა და ა.შ. ეს მათი მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება იყო. ბესელიასა და ფოფხაძის მიმართვას მოსამართლეებზე ზეწოლად ვვერ შევაფასებ, ზეწოლას პირველი კოლეგიის მოსამართლეებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს. თუმცა, კარგია, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა მსგავსი წნეხისგან გათავისუფლდა. ეს სწორედ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმის დამსახურებაა, რითაც მოსამართლეებს მეტი გარანტიები მივეცით”- აცხადებს კობახიძე. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)