|
2015-03-08 10:37:11, 2309 ნახვა
სხვადასხვა
დავით ნარმანია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვია
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა. მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ თბილისის მერს სამსახურის მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. დავით ნარმანიამ თავშესაფრის ხელმძღვანელთან ერთად, სერტიფიკატები გადასცა მოხალისეებს, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ თავშესაფრის ბინადრებზე. სააგენტომ დღეს მსურველებს ლეკვებიც აჩუქა, თავშესაფრის მიმდებარედ კი ცხოველების გადარჩენის იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. თბილისის მერის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მიმდინარე წლის იანვრიდან შეუდგა საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული. „თავშესაფარში ცხოველთა სათანადოდ მოვლა-პატრონობისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი დოაგნოსტირების ყველანაირი პირობა არსებობს, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი დაფინანსებაა გათვალისწინებული. ბევრი რამ მოწესრიგდა და მომავალშიც გავაგრძელებთ. უკვე მზად არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სამსახურს დამატებითი ფუნქციებს მიანიჭებს“- განაცხადა დავით ნარმანიამ. მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ ფხალაძის თქმით, თავშესაფარი მაქსიმალურად მიახლოებულია საერთაშორისო სტანდარტებთან. მისივე თქმით, ცხოველების დაჭერა, თავშესაფარში გადაყვანა, მოპყრობის წესები და მოვლა პატრონობა ჰუმანური მეთოდებით ხდება. როგორც თემურ ფხალაძემ აღნიშნა, ახლო მომავალში იგეგმება თავშესაფრის რეკონსტრუქცია და გაფართოვება. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაია, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს ევალება თბილისში მოსახლეობის დაცვა საფრთხის მომტანი (აგრესია, საშიში დაავადებები) ცხოველებისგან, ასევე ცხოველების უფლებების დაცვა, ძაღლების და კატების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მსოფლიოში აღიარებული ჰუმანური მეთოდებით.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)