13:39 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 14:54:09, 1358 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის 4 ახალი კანდიდატი წარადგინა

„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები  წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა  სიღნაღსა და დედოფლისწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  ნაირა ალავერდაშვილი დაასახელა, თემქასა და ნაძალადევში კახაბერ კორძაია, ადიგენსა და ახალციხეში გოდერძი კუბლაშვილი, ხოლო ქარელში ბონდო მძინარაშვილი.

თარხან-მოურავმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარდგენილი კანდიდატების განათლებასა და გამოცდილებაზეც ისაუბრა.

„ჩვენ წარმოგიდგინეთ ოთხი  კანდიდატი სხვადასხვა ოლქებში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კანდიდატები არიან უპირველეს ყოვლისა ღირსეული და ზნეობრივი ხალხი. ისინი არიან მცოდნე და განათლებული, პროფესიონალები თავიანთ საქმეში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ იბრძოლონ. ვფიქრობ, თითოეული კანდიდატი არის ჩვენი ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენი კანდიდატები არ უღალატებენ სიმართლეს და სიკეთეს“,-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics