13:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 16:42:50, 1338 ნახვა

სამართალი
მამუკა მდინარაძე სარჩელების შეცვლის შესახებ მოსამართლეების განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე სარჩელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება - კანონდარღვევაა. მდინარაძე ამ საკითხთან დაკავშირებით სამი მოსამართლის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ უმჯობესია ამ ადამიანებმა პასუხი გასცენ, თუ რატომ ხდებოდა ასეთი ფაქტები.

 "ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ხუთი მოსამართლის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი იყო სარჩელის შეცვლაზე იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მოთხოვნის დამატება, რაც კანონით დაუშვებელია. დღეს ვნახეთ განცხადება, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს ცვილელებს სარჩელებში, თუმცა აქ არის მცდელობაზე საუბარი და მცდელობა არის ყურადღებას ტექნიკურ საკითხებზე გადატანის. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი. ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ამ საკითხების ისეთ სფეროში გადატანის მცდელობას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არ დაურღვევიათ კანონი, არ არის საგანგაშო. საქართველოში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა მდინარაძემ.

 რაც შეეხება ზეწოლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს, მდინარაძის შეფასებით, ეს იყო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა, თუმცა პაპუაშვილმა ვერც ერთი მოსამართლე ვერ დაასახელა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics