|
2015-03-06 11:35:22, 460 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: სერიოზულად არ იქნა აღქმული, თუ რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები
„შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, როდესაც სერიოზულად არ იქნა აღქმული ის თუ რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, საქართველომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ დასავლური თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკური ალიანსის ძლიერი წევრი ყოფილიყო. „შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, როდესაც სერიოზულად არ იქნა აღქმული ის თუ რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები. სამწუხაროდ, ეს იყო შეცდომა. რის საფუძველზე ვამბობ? ამას საქართველოს მაგალითზე ვამბობ. მჯერა, რომ იყო რამდენიმე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა დასავლური თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ალიანსის უფრო ძლიერ შემადგენელ ნაწილად გვექცია. მჯერა, რომ ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღობის განუყოფელი ნაწილია. ალბათ, იგივე მოხდა ნატოს გაფართოების შემთხვევაშიც. როდესაც საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა სტანდარტი და მოთხოვნა, რომელიც ნატოს აქვს თავისი წევრობის მსურველთათვის, ხანდახან ჩვენ საჭიროზე მეტსაც კი ვაკეთებდით, რაც შესაძლებელი იყო პატარა პოსტსაბჭოური საზოგადოებისთვის, რომელიც მუდმივი ზეწოლის ქვეშ არის ყველა შესაძლებელი მხრიდან. დიახ, ჩვენ მივდიოდით წინ და განვიცდიდით პროგრესს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო საკმარისი. სხვა მიზეზები იყო, რის გამოც პროცესი საკმარისად სწრაფი ვერ განბვითარდა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)