|
2015-03-06 09:49:28, 3332 ნახვა
Lifestyle
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით დანაშაულის პრევენციის ცენტრის 500 ბენეფიციარი უფასოდ ისარგებლებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და თბილისის მერიის ერთობლივი შეთანხმებით, 500 ყოფილი პატიმარი ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს. როგორც "ექსპრესნიუსს" დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, ეს შეღავათი შეეხებათ მხოლოდ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართულ ბენეფიციარებს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, ამ პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. „მათ შორის ყველაზე გამორჩეულია დედაქალაქის მერია, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში“, აღნიშნა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში, სხვა მომსახურებებთან ერთად, ხდება ყოფილ პატიმართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება, პროფესიული გადამზადება და პროგრამის წარმატებული მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)