2016-07-25 15:43:38, 831 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: მანანა კობახიძემ თავის თავში მოიკითხოს უპასუხისმგებლობა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით მანანა კობახიძის განცხადება არაკორექტულობის ზღვარს მიღმა გაკეთებული შეფასებაა.
„ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რომ ვიღაცა თავის თავს აძლევს უფლებას პრეზიდენტის მიმართ ასეთი განცხადებები გააკეთოს. კობახიძის ნათქვამი არის არაკორექტულობის ზღვარზე გაკეთებული განცხადება. უპასუხისმგებლობა არის ზუსტად ის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მძიმე განცხადებას და ამ დროს სამართალდამცავების მხრიდან წაყრუება ხდება. მიუხედავა იმისა, რომ შინაგანი რწმენით შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ის შეიძლება იტყუება, საქმე მაინც უნდა აღიძრას. შესაბამისად, მანანა კობახიძემ თავის თავში მოიკითხოს უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის განცხადება არ იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან