19:59 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 16:11:26, 1639 ნახვა

მსოფლიო
Anadolu: თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქეს პოლიციელის მკვლელობაში ედებათ ბრალი

თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს, მათ პოლიციელის მკვლელობაში ედებათ ბრალი, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, მოკლული 45 წლის ჩეთინ შაჰინია. ინციდენტი თურქეთის ქალაქ მარმარისში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დილის 06:00 საათზე უცნობი პირები სამართალდამცველის კუთვნილი ავტომობილის გატაცებას ცდილობდნენ, რა დროსაც ჩეთინ შაჰინმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

მედიის ცნობით, სამართალდამცველს ცივი იარაღით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული ქართველები სხვა დანაშაულების ჩადენაშიც არიან ეჭვმიტანილები.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართვველოს კონსული შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საკონსულოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 მოქალაქეა დაკავებული და მათ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულსი ედებათ ბრალი.

უწყების ცნობით, დაკავებულების დაკითხვა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics