19:59 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 13:07:20, 1769 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის „რესპუბლიკურმა პარტიამ" წინასაარჩევნო პლატფორმა დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის „რესპუბლიკურმა პარტიამ" კლივლენდში მიმდინარე ყრილობაზე წინასაარჩევნო პლატფორმა დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, "რესპუბლიკური პარტია" აღმოსავლეთ ევროპაში ძალის გამოყენებით ტერიტორიულ ცვლილებებს არ შეეგუება.

“როგორც სახლში ისე საზღვარგარეთ, კრელის რეპრესიული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ერებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღადგინეს დამოუკიდბელობა. ჩვენ არ შევეგუებით ძალის გამოყენებით ტერიტორიულ ცვლილებებს აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინაში, საქართველოსა თუ სხვა ქვეყანაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაბამის კონსტიტუციურ ზომას, რათა პასუხისმგებლობა დაესკისროს აგრესიისა და მკვლელობების მონაწილეებს”,  - ნათქვამია აშშ-ს "რესპუბლიკური პარტიის" მიერ მიღებულ დოკუმენტში.

წინასაარჩევნო  პლატფორმაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს მხრიდან დიდი ყურადღება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან დიპლომატურ ურთიერთობებს, ვაჭრობასა და სტრატეგიულ დაგეგმარებას მიექცევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics