2016-07-12 18:06:40, 601 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩ ელიტა გაველესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის ისტორიულად არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაესვა ლატვიის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, მზარდი სავაჭრო-ეკონომიკურ ბრუნვა, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურება და რეგიონებს შორის კავშირების გააქტიურება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან