2016-07-12 12:13:06, 763 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს დატოვებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს დატოვებენ.
ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„საქართველოს რესუბლიკური პარტია" დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს.
""რესპუბლიკური პარტიიდან" მთავრობაში წარგზავნილი მინისტრები, რომლებმაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის, თინათინ ხიდაშელი, პაატა ზაქარეიშვილი დატოვებენ მინისტრების თანამდებობებს, ისინი რამოდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან პარტიასთან შეთანხმებით დაასრულებენ იმ საქმეებს, რომელსაც ამწუთში უძღვებიან და გადმოერთვებიან პარტიულ აქტიურობაში",-განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" საარჩვნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან