12:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 10:07:02, 1496 ნახვა

რეგიონი
რეგიონული სასწრაფო დახმარების ექიმების გადამზადება იწყება

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მედპერსონალის გადამზადებას იწყებს.

ექიმების ტრენინგს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.

პირველ ეტაპზე, გადამზადებას გადაუდებელ დახმარებაში სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების 15 ექიმი გაივლის. სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ექიმები ტრავმული პაციენტის მართვისა და სტაბილიზაციის საკითხებში გადამზადდებიან. მულაჟის გამოყენებით, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მანიპულაცია. პრაქტიკულ მეცადინეობებში ექიმები ტრენერებთან ერთად ჩაერთვებიან.

სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობისა და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ყოველწლიურად გადამზადდება. ტრენინგები რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics