07:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 09:43:57, 1046 ნახვა

სამართალი
ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს

ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი დაღუპულები იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.

ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალბატონი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი, რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics