13:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 11:36:11, 891 ნახვა

რეგიონი
ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია სრულდება

კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიუტეტში სრულდება ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გაიწმინდა სადრენაჟე არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის -  ონანაურის,   ჭაბუკიანისა და ზემო ნაშოვარის 100 ჰექტარი მიწის  ფართობი  შეიძენს  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას.

საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული არხიდან, წყალსაქაჩი ტუმბოს გამოყენებით შესაძლებელია,  60-მდე ჰექტარი მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics