2016-07-08 15:47:35, 584 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: დღეს, ნატო-ს წინაშე ერთიანები წარვდექით
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლება და შეიცვლება, პოლიტიკური ძალების ძირითადი ნაწილი თანხმდება ევროატლანტიკურ გზაზე“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, თავდად ნატო-სთვისაც დიდი სტიმულია, რომ თანამშრომლობა გააღრმავოს თავდაცვის სფეროში.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლება და შეიცვლება, პოლიტიკური ძალების ძირითადი ნაწილი თანხმდება ევროატლანტიკურ გზაზე. როგორც მახსოვს, ეს არის პირველი ასეთი დეკლარაცია. ჩვენ დეკლარაციას ექვსი თვე ვამზადებით, მიხარია, რომ საბოლოოდ შევთანხმდით ამ საკითხზე და ასეთი ერთიანები წარვსდექით ნატო-ს წინაშე. დღეს საქართველო წარსდგა გაერთიანებული ნატო-ს წინაშე ”, -აღნიშნა ალასანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან