16:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 23:07:57, 633 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჩვენ ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“

"ჩვენ ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების მიერ მინისტრთა კაბინეტის დატოვების შესახებ თემის კომენტირებისას განაცხადა. 

უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ ცივილურად, თუმცა ამ ეტაპზე 4 ივლისის მდგომარეობით აღნიშნული გადაწყვეტილება არც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიღებული არ აქვთ.

“რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები არ დატოვებენ თანამდებობებს რუსეთიდან შემოძახების გამო ან ქართველი რუსეთუმების, ანტინატოელების პროტესტის გამო. ისინი თანამდებობებს დატოვებენ მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ ჩათვლის ამას საჭიროდ პოლიტიკურად ან პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადაწყვეტს ასე. დღევანდელი მდგომარეობით ჯერ არც „რესპუბლიკურ პარტიას“ მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც კვირიკაშვილს. ამასთან, არჩევნები ახლოვდება და მის მოახლოებასთან ერთად ყველა პარტია ემზადება არჩევნებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არამედ ცივილურად დატოვება თანამდებობების. ჩვენ ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“, კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ სანამ საჭიროა და ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics