16:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 23:00:46, 605 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: წერეთლის მხარდაჭერა იგივეა, გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლისათვის მხარის დაჭერა იგივეა, ვთქვათ გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა", - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გიგი წერეთელი არის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ეუთოში, ეს არ უნდა გახდეს მთავარი ფაქტორი მისი ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენისა და მხარდაჭერისა. მისი თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს. თუ რამდენად სცემს ეუთო-ს ღირებულებებს პატივს წარდგენილი კანდიდატურა და ასევე პარტია, რომელშიც აღნიშნული პოლიტიკოსი მოღვაწეობს. 

„გიგი წერეთელი არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელი. მე არ მგონია, რომ ეს მთავარი ფაქტორი უნდა იყოს. აქ მნიშვნელოვანია სწორედ, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ის და რა ღირებულებების მატარებელია, რამდენად სცემდა პატივს ეს პოლიტიკური გუნდი ადამიანის უფლებებს და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რის ირგვლივაც ეუთო შეიქმნა. დაახლოებით იგივეა, ვთქვათ გაეროს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია. შეიძლება ეს შეფასება არ მოეწონოს გიგი წერეთელს ან ბატონ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უჭერს მხარს“, - განაცხადა მანანა კობახიძემ. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics