|
2016-07-03 10:20:30, 642 ნახვა
პოლიტიკა
“ქართული ოცნება“ ეუთო-ს საპარალმენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას მხარს არ უჭერს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას. „1-5 ივლისს თბილისში იმართება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად სხვა კანდიდატებთან ერთად ევროპის სახალხო პარტიის მიერ წარდგენილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატები შეირჩევიან პოლიტიკური პლატფორმის საფუძველზე და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია პოლიტიკური აფილაცია და არა კანდიდატის ეროვნება თუ მოქალაქეობა. ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას. გიგი წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და, ბუნებრივია, იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად ეფექტიანად ხელმძღვანელობდა ამ პეროდში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხოლო გიგი წერეთელი ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე. მიგვაჩნია, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია ის, რომ ენმ-ის ლიდერი თუ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პირები ღიად გამოხატავენ საქართველოში ,,რევოლუციური სცენარის", ,,აჯანყების" თუ სხვა ტიპის უკანონო ქმედებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს. ამ განცხადებებიდან და ოპოზიციის ცალკეული ქმედებებიდან გამომდინარე, ჩნდება განცდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მორაობის" მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაცია უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის არჩევამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ავტორიტარული მმართველობის რამდენიმეწლიანი ისტორია ამძიმებს, მათ შორის წამების, საკუთრების ხელყოფის, შანტაჟის, გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი მედიის ჩახშობის, პოლიტიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რაც შეუთავსებელია ეუთოს ღირებულებებსა და სტანდარტებთან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გიგი წერეთლის არჩევა ეუთოს საპარლამენტო ასამბლის პრეზიდენტად, უფრო მეტ კითხვას გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე სარგებელს მოუტანს მას. შესაბამისად, პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები“,-ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)