15:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 21:35:55, 696 ნახვა

პოლიტიკა
პედრო აგრამუნტმა ევროპის საბჭოს სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პედრო აგრამუნტის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის და საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანა-მომხსენებლების აქტიური მუშაობისათვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებულ ფაქტებზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს და აღინიშნა, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.

პედრო აგრამუნტმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების შესრულების მნიშვნელობას, კერძოდ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics