|
2016-07-01 13:30:44, 653 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საქართველოს განვითარებისთვის ასოცირების შეთანხმება ძალიან კარგი რეცეპტია
„საქართველოს ევროპული გზისთვის და მისი განვითარებისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ძალიან კარგი რეცეპტია“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც ახალი სტანდარტების დამკვიდრებასა უკავშირდება. „საქართველოს ევროპული გზისთვის, მისი განვითარებისთვის როგორც კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, არსებობს ძალიან კარგი რეცეპტი ეს არის ასოცირების შეთანხმება. ჩვენ ეს დოკუმენტი მივიღეთ და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება სწორედ ამ ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და შემოტანას ჩვენს ეკონომიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ათწლეულების განმავლობაში ევროპული საზოგადოება ჩამოყალიბდა ყველაზე განვითარებულ და უსაფრთხოებასა და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებად. ეს საკანონმდებლო ბაზა ჩვენთვის ხელმისაწვდომია ასოცირების შეთანხმების ფორმით, რომელსაც ჩვენ თანდათანობით ვნერგავთ და ვახორციელებთ საქართველოს კანონმდებლობაში. ეს ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ასოცირების სრულად ამოქმედების შემდგომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხები სრულად ამოქმედდება. რაც შეეხება სრულ ამოქმედებას, აქამდე მოქმედებდა ევროკავშირის როგორც ინსტიტუტების კომპეტენციაში არსებული საკითხები. ახლა სრულად ამოქმედების შემდგომ უკვე წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხები სრულად ამოქმედდება. ეს ერთის მხრივ უკავშირდება უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მაგრამ ასევე ეს არის ორმხრივი საკითხები, რომლებიც კულტურას, განათლებას და სხვა საკითხებს ეხება“,-დასძინა ბაქრაძემ. ცნობისთვის, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა. ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ. გარდა ამისა, სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, ასევე თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, ტრანსპორტი, კორპორაციული სამართალი, გარემოს დაცვა, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, განათლება და ჯანდაცვა, კორპორაციული მმართველობა.
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)