06:07 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:06:35, 1298 ნახვა

მსოფლიო
თურქეთ-სირიის საზღვარზე“ისლამური სახელმწიფოს” ორი წევრი მოკლეს

თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიის საზღვარზე ტერორისტული  დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ორი წევრი მოკლეს, - ამის შესახებ თურქული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრნდობით იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, ერთ-ერთი მოკლული - მუჰამედ არაბი ანკარასა და ადანაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა და ის ძებნაში იყო გამოცხადებული. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, მუჰამედ არაბი პოტენციური თვითმკვლელი ტერორისტი იყო.

როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მუჰამედ არაბი და კიდევ ერთი მამაკაცი თურქეთის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. მათ მესაზღვრეების გაფრთხილება უგულვებელყვეს, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, მოგვიანებით მეორე მოკლულის ვინაობაც გაირკვა. ის სირიელი მუჰანად ჰალადი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics