19:09 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 09:26:25, 467 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის 28-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება, სადაც 2-5 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 28-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო უწყების ცნობით, ბერუჩაშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მათივე ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილი ისაუბრებს ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე.  მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე. 

„გაეროს ადამიანის უფლებათა სესიის ფარგლებში, 3 მარტს თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს განიარაღების კონფერენციის 2015 წლის სხდომაში, სადაც ასევე სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.  

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ჟენევაში გაერო-ს განყოფილების მოქმედ გენერალურ დირექტორთან,  ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან,  გაერო-ს ევროპისთვის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან და ა.შ. დაგეგმილია შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics