|
2016-06-24 17:47:40, 1083 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის უწყების ოთხი თანამშრომელი დააკავეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სასაწყობო სამმართველოს ოთხი თანამშრომელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სასაწყობო სამმართველოს თანამშრომლებმა - ჯ.ლ-მ, პ.გ-მ, რ.ს-მ და ნ.დ-მ, პირადი მოტივით, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით - 41 599 ლარის ღირებულების ქონება მიითვისეს. „აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან ბრალდებულის სახით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)