00:49 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 15:19:31, 1358 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დატოვების საკითხზე, შესაძლოა რეფერენდუმი ჩრდილოეთ ირლანდიაშიც ჩატარდეს

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალმა ჩრდილოეთ ირლანდიამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიის მმართველი პარტიის „შინ ფეინის“ თავმჯდომარემ დეკლან კირნიმ განაცხადა.

„რეფერენდუმის შედეგები ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიტიკურ ლანდშაპტს მთლიანად ცვლის და ჩვენ დავიწყებთ რეფერენდუმისთვის მზადებას, რომლითაც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გავალთ და ირლანდიას შევუერთდებით“, - განაცხადა კირნიმ.

მისივე თქმით, რეფერენდუმის შედეგები ბრიტანეთის მთავრობას უფლებას ართმევს, გაატაროს ჩრდილოეთ ირლანდიის ინტერესები იმ პირობებში, როდესაც მის მოსახლეობას ევროკავშირში დარჩენა სურდა. პოლიტიკოსის ინფრომაციით, ევროკავშირში დარჩენას ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის 56% უჭერდა მხარს.

თავის მხრივ, შოტლანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექს სალმონდმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობა შოტლანდიამაც უნდა დატოვოს, რადგან შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობას, ასევე ევროკავშირში დარჩენა სურს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა და მაშინ უმრავლესობას დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა სურდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics