|
2016-06-23 13:39:35, 1375 ნახვა
მსოფლიო
რეფერენდუმი ბრიტანეთში - მოსახლეობა დღეს გადაწყვეტს დარჩება თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში
დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს. როგორც The Independent წერს, უბნები ზუსტად შუაღამეს დაიხურება და დაიწყება ხმების დათვლა. დღეს დაახლოებით 47 მილიონი ადამიანი გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში. ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 51% კავშირში დარჩენის მომხრეა. ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა და პოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა ხმა უკვე მისცეს. საარჩევნო უბანი დატოვა შოტლანდიის პრემიერ მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმაც. რეფერენდუმის ჩატარების იდეის ავტორი დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრია. დევიდ კამერონი ბრიტანელ ხალხს დაჰპირდა, რომ ხელახალი არჩევის შემთხვევაში, ის ამ რეფერენდუმს ჩაატარებდა. აღსანიშნავია, რომ კამერონი დიდი ბრიტანეთის ევროკავირში დარჩენის მომხრეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)