|
2016-06-20 16:59:24, 1133 ნახვა
ეკონომიკა
ავტომომსახურების ცენტრი „ვიანორი“ ქსელის განვითარებას განაგრძობს
ავტომომსახურების ცენტრი „ვიანორი“ ქსელის განვითარებას განაგრძობს და თბილისში, დავით გურამიშვილის ქ.#41-ში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან ახალ ობიექტს ხსნის. ახალგახსნილი მომსახურების ცენტრი „ვიანორის“ 23-ე ობიექტია. წლის ბოლომდე „ვიანორი“ ქსელს რეგიონებისკენაც განავითარებს. „ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორის” ქსელის განვითარება საქართველოში დინამიურად გრძელდება, რადგან გვსურს, რომ „ვიანორის“ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ექსკლუზიური პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ „ვიანორის“ ქსელის განვითარება „ვისოლის“ ავტოგასამართ სადურებზე ხდება. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე დამატებითი მომსახურებების შეთავაზებით ჩვენ გვსურს სრული კომფორტი შევუქმნათ მომხმარებელს. შესაბამისად, ამიერიდან სანზონაში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ სადგურზე მომხმარებელი არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საწვავს, არამედ რეცხვით მომსახურებას და ახლა უკვე „ვიანორის“ ევროპული სტანდარტების პროდუქტებსა და მომსახურებას მიიღებს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“, “შევრონ-ტექსაკოსა“ და „ეკოს“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, „პანასონიკის“ აკუმულატორებს, „ფრამის“ საავტომობილო ფილტრებს, „ვალეოს’’ საავტომობილო პროდუქტებს და სხვა ავტო აქსესუარებს. “ვიანორის” სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს. “ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მის მფლობელობაში უკვე არსებული „ვისოლ ავტო ექსპრესის“ ქსელის რებრენდინგი დაიწყო. “ვიანორი” Nokian Tyres-ის ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს.
(R)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)