03:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 13:53:52, 697 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: მთავრობა მხოლოდ რეალობიდან უნდა შევაფასოთ

„მთავრობა მხოლოდ რეალობიდან უნდა შევაფასოთ, რისი გაკეთება შეეძლოთ და არ აკეთებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სიღარიბე, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი პარტიული ძალები და მათგან მართული მედია წარმოაჩენენ, კიდევ ერთხელ არწმუნებს მოსახლეობას, რომ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია.

„საქართველოში ძალიან ბევრი ღარიბია, დაუსაქმებელია, მედია თავისუფალია და აქ უნდა ვიყოთ ფხიზლად. სიღარიბე, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი პარტიული ძალები წარმოაჩენენ და მათგან მართული მედია, ქმნის გარკვეულ ხიბლს, რომ კიდევ ერთხელ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია და ასეთი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ. მთავრობა უნდა შევაფასოთ მხოლოდ რეალობიდან, რისი გაკეთება შეეძლოთ და არ აკეთებენ, ან არ გააკეთეს, მაგრამ ეიფორიული წინადადებებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ხიფათთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics