|
2016-06-17 14:13:19, 1317 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი დიპლომატები ბარაკ ობამას მოუწოდებენ, აშშ-მ სირიის სამთავრობო ჯარებზე იერიში მიიტანოს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატების ნაწილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, სირიის სამთავრობო ჯარებზე დარტყმები განახორციელოს, - ამის შესახებ The New York Times იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, შიდა მემორანდუმს 50 დეპუტატმა ხელი მოაწერა. მემორანდუმი თანახმად, დიპლომატები პრეზიდენტს მოუწოდებენ, სირიის არმიაზე დარტყმები იმ მიზნით განახორციელოს, რომ ასადის რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა შეწყვიტოს. როგორც The Wall Street Journal წერს, აშშ-ს დიპლომატები მიიჩნევენ, რომ დამასკოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებისთვისაა აუცილებელი. დიპლომატები ხელისუფლებას სთავაზობენ, სირიის არმიის წინაააღმდეგ რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები და საჭიროების შემთხვევაში, ავიაციაც გამოიყენოს. The New York Times წერს, რომ ბარაკ ობამა აღნიშნულ შემოთავაზებაზე სავარაუდოდ უარს იტყვის, რადგან ეს სირიაში ამერიკული პოლიტიკის შეცვლის მანიშნებელი იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მემორანდუმის არსებობა დაადასტურა, თუმცა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კერბიმ კომენტარებისგან თავი შეიკავა. ამ ეტაპზე ამერიკული ჯარი სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიებს ბომბავს, ხოლო სპეცრაზმი შიიტურ დაჯგუფებებს ეხმარება. მედიის ინფორმაციით, რუსეთის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია და ასადის მომავალი თვითონ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში
კალაძის თქმით, რუსთაველის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბერში დასრულდება
პოლიციამ თბილისში 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
ადმინისტრაცია: ირაკლი კობახიძე ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)