|
2015-02-28 12:32:44, 468 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყებამ ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის და საბერძნეთში საქართველოს ელჩის კანდიდატურები წარადგინა
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის, ხოლო საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურები წარადგინა. როგორც დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ალექსანდრე მაისურაძე არის კარიერული დიპლომატი და მან თავისი კარიერა 1998 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო და მთელი მისი საქმიანობა ცენტრალურ აპარატში დაკავშირებული იყო უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებთან. „2008-2012 წლებში ალექსანდრე მაისურაძე იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე, 2005-2008 წლებში მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე ალექსანდრე მაისურაძე მუშაობს ავსტრიაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ალექსანდრე მაისურაძე, როგორც ქართულ დიპლომატიაში, ასევე ექსპერტულ წრეებში ცნობილია, როგორც თავისი საქმის მაღალი პროფესიონალი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა ალიანსში, როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ძალიან ნაყოფიერი იქნება. იოსებ ნანობაშვილს აქვს დიდი გამოცდილება ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით და სხვადასხვა დროს მუშაობდა ცენტრალურ აპარატში სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციის დეპარტამენტში. საბერძნეთი გახლავთ საქართველოს მეგობარი სახელმწიფო. ჩვენ ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს თანამშრომლობა მრავალი პრიორიტეტული მიმართულებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი ელჩი კიდევ უფრო გააქტიურებს ამ თანამშრომლობას", - განაცხადა კერესელიძემ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)