00:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 16:57:28, 715 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებამდე ე.წ. შეჩერების მექანიზმს ავამოქმედებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის  გამართული ერთობლივი პრესკონფერენცია დასრულდა.

ანგელა მერკელმა  სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზეც ისაუბრა. მერკელის თქმით, ევროკომისიამ  დაადგინა, რომ  საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა კრიტერიუმი შეასრულა:

" დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციიის შესახებ. მე წინა კვირასაც სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე იმაზე, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს მაინც და მაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით თუ კი ვთქვათ რაღაცა დიდი სირთულეები წარმოიქმნება, მაგალითად თუკი რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს ევროკავშირში, მაგალითად,  როგორც სერბეთთან გვქონდა შემთხვევა გასულ წელს, ამის გამეორება რადგან არ გვინდა, მივისწრაფვით ჩვენ შეჩერების მექანიზმისაკენ. საკითხი ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე მიიღება გადაწყვეტილება, ანუ იქნება  კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე",-განაცხადა ანგელა მერკელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics