|
2016-06-14 15:50:00, 909 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად ცნო
გადაწყვეტილება გამოტანილია ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოყვანილი დასკვნები ეხება მხოლოდ ამ პერიოდს. უწყების ინფორმაციით, სასამართლომ ოთხი პუნქტის მიხედვით იმსჯელა: არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი − წინასწარი პატიმრობის კანონიერება. ივანე მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის უკანონობას ამტკიცებდა და მაგალითად მოჰყავდა უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს პრეცედენტი, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ივანე მერაბიშვილი სასამართლომ არ ცნო პოლიტიკურ პატიმრად. არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით − წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ. დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით − წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ, როდესაც ივანე მერაბიშვილმა მოითხოვა 2013 წლის 25 სექტემბერს მისი წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა ისე უარყო ზეპირად ერთი მარტივი ფრაზით, რომ უარი სათანადოდ არ დაასაბუთა. ამგვარი ქცევა მოსამართლისა არის დახასიათებული როგორც ზედაპირული. დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი. ივანე მერაბიშვილის არგუმენტი იყო 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტი (ო. ფარცხალაძე − დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ). აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4 000 ევროს ოდენობით, თუმცა, თავად ითხოვდა 15 000 ევროს; მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით, ასევე, გადახდილ იქნეს 4 000-4 000 ევროს ოდენობით, თუმცა, ბრიტანელი ადვოკატი ითხოვდა 5 600 ევროს ჰონორარის სახით, ხოლო ოთარ კახიძე, ასევე, ჰონორარის სახით − 35 600 ევროს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)