|
2016-06-14 11:33:40, 1307 ნახვა
მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფოს" წევრმა პოლიციელი მოკლა, მისი სახლი კი შტურმით აიღო
საფრანგეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერმა პოლიციელი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში მოკლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედიის ცნობით, პარიზთან მდებარე დასახლებულ პუნქტ მანიანვილში დანით შეიარაღებული მამაკაცი, შეძახილებით „ალაჰ აკბარ“ პოლიციის ოფიცერს მის სახლთან თავს დაესხა და მოკლა. პოლიციელი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თავდამსხმელმა მუცლის არეში დანით ჭრილობა ცხრაჯერ მიაყენა. ამის შემდეგ მან პოლიციელის მეუღლე და 3 წლის ბავშვი მძევლად აიყვანა. როგორც Reuters წერს, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაიწყეს, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. სახლის შტურმისას სამართალდამცველებმა ტერორისტი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელის მეუღლე გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიება პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ უკვე დაიწყო. მანიანვილში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საგანგებო შეხვედრას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)