21:02 - 21 Jul, 2026
|
2016-06-11 17:04:14, 1431 ნახვა
მსოფლიო
დამასკოში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედიის ინფორმაციით, ტერაქტი შიიტების მავზოლეუმთან ახლოს განხორციელდა, რომელიც ექსტრემისტების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. პირველი აფეთქება ავტომობილში დამონტაჟებულმა დეტონატორმა გამოიწვია. კიდევ ორი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით დიდია. BBC-ის ინფორმაციით, დაშავებულია 55 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)